logo_geo
შოთა არველაძე სამსახურის გარეშე დარჩა
- +

13 იანვარი. 2017. 11:44


 


ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ერთერთი პირველია, მის კოლეგებში, ვინც 2017 წელს სამსახური დაკარგა. არველაძე, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო კლუბის თელავივის „მაკაბის" მწვრთბელად შარშან ზაფხულს დაინიშნა, გუნდმა უარყოფითი შედეგების გამო, დაითხოვა.


ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „მაკაბი" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ჩემპიონატში კი 16 ტურის შემდეგ ლიდერ ბეარ შევას „აპოელს" 8 ქულით ჩამორჩება და ფეთახ თიკვას „მაკაბისთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.


შოთას კლუბიდან გაშვებაზე საუბრები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს, კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მისით უკმაყოფილო გულშემატკივრებიც იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შანსი მაინც მიეცა, რისი გამოყენებაც არველაძემ ვერ შეძლო. ბოლო მარცხი შოთასთან ერთად თელავიველებმა 2 იანვარს სტუმრად იერუსალიმის „ბეითართან" განიცადეს.




 

big_banner
არქივი