logo_geo
„გაზპრომი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

13 იანვარი. 2017. 12:01




 „გაზპრომ ექსპორტი" ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზპრომ ექსპორტმა" და ქართულმა მხარემ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ, მხარეები ტრანსპორტირების საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

 

„მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მ3 გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის", - ნათქვამია განცხადებაში.


 

big_banner
არქივი