logo_geo
მიხეილ ჭკუასელი: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას
- +

13 იანვარი. 2017. 14:25



ჩაი „გურიელის" მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტის" დირექტორი მიხეილ ჭკუასელი პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროექტი ქართული ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია.


მისივე თქმით, მისმა კომპანიამ „ჩაი გურიელი" აღნიშნული პროგრამით შეძლო ახალი საწარმოს მშენებლობა.


„მიმაჩნია, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამა ისევე როგორც სხვა პროგრამები, რომელიც მასთან არის კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარებისთვის და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, იმისთვის, რომ მოზიდული იქნას უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ჩვენი კომპანია "აწარმოე საქართველოში" აქტიურად ჩაერთო და ჩვენთვის შესაძლებელი გახდა სრულიად ახალი საწარმოს მშენებლობა. აღნიშნული საწარმოს პირობებში შესაძლებელი გახდა 2016 წელს, პირველად ჩაის დაფასოების მიმართულებით მოეხდინა აისოს სერთიფიცირება, რაც გულისხმობს სურსათის უვნებლობის და უსაფრთხოების სრული სისტემის დანერგვას. ეს კი კიდევ უფრო გვაძლევს საშუალებას, რომ აქტიურები ვიყოთ ევროპის და ამერიკის ბაზარზე, ვინაიდან სრულად ვაკმაყოფილებთ მაღალ საერთაშორისო მოთხოვნებს.

 

2017 წელს ვგეგმავთ 250 ჰექტარის ჩაის პლანტაციის სრულ რეაბილიტაციას. ხარისხის განსხვავებით ჩვენ სხვა ეტაპზე და დონეზე გადავალთ და ეს უფრო გაზრდის ჩვენ საექსპორტო პოტენციალს.

2016 წელი საკმაოდ წარმატებული გვქონდა და წმინდა გაყიდვების კუთხით 26%-ით გაიზარდა ჩვენი ბრუნვა. 2017 წელს ვგეგმავთ სანედლეულო ჩაის ექსპორტის ზრდას მინიმუმ 2-ჯერ, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივ გაყიდვებს მინიმუმ 15%-ით", - განაცხადა ჭკუასელმა.


„აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის" ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები - „აწარმოე საქართველოში", ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო" და სხვა.



 

 

big_banner
არქივი