logo_geo
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება აფხაზეთში ნაეკლესიარის დანგრევაზე
- +

13 იანვარი. 2017. 18:41




საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

 

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი დაეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორცქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

 

ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროსდა, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს. ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მათი დაცვა-რესტავრაციისა.

 

ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადოსამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან.

ბოლოთქმა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




 

big_banner
არქივი