logo_geo
თბილისში სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა
- +

15 ნოემბერი. 2018. 20:36

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო სტურუა facebook-ის პირად გვერდზე წერს:

 

 „რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!!! (თემა კი არის კატასტროფა, მაგრამ მაინც ძალიან მეცინება და მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ)

 

 ამბავი კი ასე დაწყებულა:

 

მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს.

 

მივიდა მამა და აგინა მასწავლებლებს.

 

საქმე-გაშველებაში დირექტორიც ჩაერთო, რომელსაც კი აღარ აგინა, უკვე გალახა და მოგერიების პროცესში ისე უკბინა, რომ ექიმი და პოლიცია ერთად გახდა საჭირიო...

 

 ხო, ნუ... ბავშვი მეოთხე კლასშია და რატომაა აგრესიულიო უკვირთ...“ - წერს ნინო სტურუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი