logo_geo
რა სესხები აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრებს
- +

17 იანვარი. 2017. 20:11


 


სესხი დღეს ოჯახების უმეტესობას აქვს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათ შემოსავალსა და კაპიტალს. რიგითი მოქალაქეების მსგავსად, საკრედიტო მომსახურებით საჯარო სექტორში დასაქმებული მაღალანაზღაურებადი პირებიც სარგებლობენ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან.


1. ელენე ხოშტარია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის" ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 4 635 ლარია. მისი მიმდინარე სახელფასო ანგარიში 1 000 ლარს, ხოლო, მიმდინარე ანგარიში 100 ლარს შეადგენს. ხოშტარიას იპოთეკური სესხი 126 000$-ის ოდენობით "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული.


2. სოზარ სუბარი - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. მისი მიმდინარე სახელმფასო ანგარიშხე 557 ლარია, ხოლო სესხი "ბანკი ქართუდან" აქვს აღებული140 000$-ის ოდენობით.


3. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 505 ლარია. მის მიმდინარე ანგარიშზე 5 000 ლარია, ხოლო სესხი - 135 000$, რომელიც "საქართველოს ბანკისგან"აქვს აღებული.


4. ადა მარშანია - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური ხელფასი 3 790 ლარია, ხოლო სესხი - 18 800$, რომელიც "თი-ბი-სი" ბანკისგან აქვს აღებული;


5. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი. წულუკიანის მიმდინარე სახელფასო ანგარიში "საქართველოს ბანკში" 2799 ლარია, ხოლო მიმდინარე ანგარიში "კრედი ლიონეში" 1519 ევრო. სტრასბურგში ბინის შესაძენად აღებული აქვს სესხი - 248 500 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, აქვს 15 610 ლარისა და 10 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხები "საქართველოს ბანკში".


6. ოთარ კახიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარლამენტის წევრი. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარია, მიმდინარე სახელფასო ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 158,64 ლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხი 11 000$ და 140 000$-ის ოდენობით, ასევე "თი-ბი-სი" ბანკში.


7. გიორგი გახარია - ეკონომიკის მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში "რაფფაიზენ ბანკში" 102 900 აშშ დოლარია, ხოლო "საქართველოს ბანკში" 600 ლარი. მისი საკრედიტო ხელშეკრულება ავტოგანვადებისთვის -11 370$-ია, ხოლო სადაზღვეო სესხის ხელშეკრულება "ბანკ რესპუბლიკაში" 2 102,41$-ს უტოლდება.

 

8. ტარიელ ხეჩიკაშვილი  - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. მისი მიმდინარე ანგარიში "საქართველოს ბანკში" 8689,52$, 3479,02$ და 2563 ლარია. ასევე, მიმდინარე ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში 44602,28$-ია.


რაც შეეხება სესხებს, სასესხო ხელშეკრულებები: 800 000 ლარი - შპს "კრეს ავტო ჰაუსი," 250 250 ლარი - შპს "იბერია ინვესტი," 600 000 ლარი - შპს "ავტოსტილი," 150 000 ლარი - შპს "სენა ავტო," 450 000 ლარი - შპს "იბერმობილი." იპოთეკური სესხი - 513 000 ლარი, "საქართველოს ბანკი."


9. დავით ნარმანია - თბილისის მერი. სახელფასო ანგარიში "თი-ბი-სი ბანკში" 4308 და 361,88 ლარია, "რესპუბლიკა ბანკში" 1612,96 ლარი, "პროკრედიტ ბანკში" 39,04 ევრო. მიმდინარე ანგარიში "თი-ბი-სი" ბანკში კი 3,20 ევროა.


რაც შეეხება სესხს, ნარმანიას საკრედიტო ბარათი - 4 000 ლარის ოდენობით, "თი-ბი-სი" ბანკში აქვს გახსნილი.


10. ნიკა მელია - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 790 ლარს შეადგენს. მიმდინარე ანგარიში "საქართველოს ბანკში" 800 ლარს, ხოლო სახელფასო ანგარიში "ლიბერთი ბანკში" 12000 ლარს შეადგენს.


ნიკა მელიას სესხები: იპოთეკური სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად 80 000$, "ლიბერთი ბანკი;" იპოთეკური, სარემონტო სესხი 20 000$, "ლიბერთი ბანკი."


წყარო http://bfm.ge/

 

 

big_banner
არქივი