logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მიუღებელია ადრეულ ასაკში ქორწინება, თუნდაც ოჯახის ხელშეწყობით
- +

23 იანვარი. 2017. 12:46



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმერეთში მანდატურსა და სკოლის მოსწავლეს შორის შესაძლო სექსუალური კავშირის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, მომხდარმა ფაქტმა მანდატურის ინსტიტუტს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს.

 

„სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა ან არმოყვანა არ აინტერესებს და სამართლებრივი დევნა გაგრძელდება. ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშაობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ ბედნიერი", განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


შეგახსენებთ, რომ იმერეთში, მანდატურის მიერ სკოლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.


 

big_banner
არქივი