logo_geo
დავით ლოლაძის მარტივი რჩევები ე.წ. ღორის გრიპის თავიდან ასარიდებლად
- +

16 იანვარი. 2019. 01:43

 

 

მიმდინარე სეზონზე ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში ათზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, კლინიკებს სხვადასხვა ჩივილით არა ერთი ადამიანი მიმართავს და რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინიც კი გამოცხადდა.

 

გავრცელებული ვირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდო.

 

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ვირუსის გართულებისგან თავის ასარიდებლად, ამის შესახებ „რეიტინგს“ ექიმი დავით ლოლაძე ესაუბრა.

 

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ავადობის ის მაჩვენებელი და ნიშნული არ დაფიქსირებულა, რომ ამან პანიკა გამოიწვიოს. მარტივ რეკომენდაციებს მივცემ მკითხველს, ხშირად დაიბანეთ ხელები, ასევე, თუ გიწევთ ისეთ სივრცეში მუშაობა, სადაც დავირუსებული ადამიანიც არის, ან თქვენ გაქვთ გრიპის კლინიკური ნიშნები, აუცილებლად ატარეთ პირბადე, ხშირად გავაღოთ ფანჯრები და გავანიავოთ ოთახი.

 

ასევე, აუცილებელია, ჩაიტაროთ გეგმიური აცრები წელიწადში ერთხელ. შემოდგომაზე ჩვენი იმუნიტეტი ყველაზე ძლიერია და თუ ამ დროს ჩავიტარებთ აცრას, 95 პროცენტით დაცული ვიქნებით ვირუსისგან.

 

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ დავიცვათ თავი დავირუსებული ადამიანისგან?

 

- თუ გვეშინია, დახურულ სივრცეში, მათ შორის ტრანსპორტშიც, უნდა ვატაროთ პირბადე, როცა ჩამოვალთ ტრანსპორტიდან, მოვიხსნათ ეს პირბადე.

 

- ამბობენ, რომ ვირუსის გართულების თავიდან ასარიდებლად კარგია დიდი დოზით სითხეების მიღება...

 

- პირველივე ნიშნებზე უნდა მივმართოთ ექიმს. ამ დროს თვითმკურნალობის დაწყება არ შეიძლება. დაუშვებელია ანტიბიოტიკებისა და პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება, მითუმეტეს საპრევენციოდ. ნებისმიერ რეგიონში, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელსაც პირველივე ნიშნებისას უნდა მიმართოთ და გაგიწევენ შესაბამის დახმარებას, მთავარია, ამის სურვილი ჰქონდეს ადამიანს. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელიც იყო შარშანაც და ხუთი წლის წინაც, იქნება მომავალშიც. ახლა ისეთი სეზონია, როცა რესპირატორული დაავადებები აქტიურდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი