logo_geo
„ცვლილებები უნდა განხორციელდეს!“ - მართვის მოწმობის გამოცდა მალე ქალაქის სივრცეში ჩაატარდება
- +

24 იანვარი. 2017. 01:51


 


მართვის მოწმობის გართულებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს მიმდინარე წელს მოუწევთ, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს ტრანსპორტის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან გადის.


პირველი შეხვედრა 23 იანვარს რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში გაიმართა.


სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის წესები უნდა გამკაცრდეს, თუმცა საკითხს კომპლექსური მუშაობა სჭირდება.


„ჯერ სამუშაო რეჟიმში ვართ, ძალიან ბევრი მოსაზრებაა და ამ მოსაზრებებს გაფილტვრა სჭირდება, რაც შეეხება ცვლილებებს, ამაზე ალბათ მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს",- აცხადებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე.


როგორი იქნება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მოდელი და რა ტერიტორიებს მოიცავს ის, ჯერჯერობით, უცნობია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი