logo_geo
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ უსამძიმრებს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს
- +

31 იანვარი. 2019. 21:39

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების გამო.

 

„დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს ქალაქს, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბუნებრივი აირის გაჟონვას. ფრაქციის წევრები ვუსამძიმრებთ თითოეული მათგანის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება,“ - ნათქვამია ფრაქციის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი