logo_geo
„საშინელება ხდება!” – ქართველი ემიგრანტი მიხეილ სააკაშვილს ამხელს!
- +

1 თებერვალი. 2019. 00:06

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი რუსუდან წერეთელი აშშ-ს ქართულ ემიგრაციაში არსებულ ვითარებაზე წერს. ამასთან, როგორც წერეთილი ამბობს, საქართველო ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართული ემიგრაცია, არამახოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც რადიკალურად დააპირისპირა.

 

„საშინელება ხდება!!! გახლიჩეს აქაური ქართველობა, დიდი ომია ემიგრანტებში ამ კაცის გამო… არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც… და რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს მანდ, არცთუ ნეიტრალურ ადამიანებს, ეს ვითარება აწყობთ. ჩვენ კი, ვისაც გულწრფელად გვიყვარს სამშობლო და ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის კეთილდღეობას ვაყენებთ წინ, აშკარად უპატრონოდ ვგრძნობთ თავს. ეტყობა, საქართველოშიც იგივე ხდება… ისევ მიშისტები გვიტევენ, იქაც და აქაც… თანაც, მეჩვენება შიგნიდან და, თანაც, უფრო აქტიურად”, – წერს რუსუდან წერეთელი.

 

მიხეილ სააკაშვილი  მსოფლიოს მასშტაბით ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აანონსებს, მისი საქართველოში ჩამოსვლის თარიღი 10 თებერვალს გაირკვევა და გამოცხადდება.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი