logo_geo
საქართველოში ახალი ეთნიკური ჯგუფი აღმოაჩინეს
- +

27 იანვარი. 2017. 14:38


 


ეთნიკურობისა და მულტიკულტურურალიზმის ცენტრის დირექტორის გიორგი სორდიას ინფორმაციით, მათ მცირე ეთნიკური ჯგუფი - თათები, იგივე ლაიჯები აღმოაჩინეს.


გიორგი სორდიას განმარტებით, თათები ეთნიკურად ირანული წარმოშობისაა და სოფელ გომბორში ცხოვრობენ.


მისი თქმით, კვლევის ფარგლებში მათ მცირე ეთნიკური ჯგუფის ასამდე წარმომადგენელი აღრიცხეს.


თათები/ლაიჯები საქართველოში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოვიდნენ. ისტორიულად ისინი ირანში, დაღესტანსა და აზერბაიჯანში ცხოვრობენ.


მათი ენა ირანული წარმოშობის ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი