logo_geo
ბორჯომში საუკუნის წინ გადაღებული „სელფი“ გააცოცხლეს
- +

27 იანვარი. 2017. 20:33


 


ერთ-ერთი პირველი „სელფი" მსოფლიოში, ანასტასია რომანოვამ ბორჯომში გადაიღო. მამისათვის გაგზავნილ წერილში კი აღნიშნა, „საკუთარ თავს სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები მიკანკალებდა."

 

სწორედ ამ კადრის გაცოცხლებას შეეცადნენ 35 რუსი და უკრაინელი ფოტოგრაფი რომანოვების სასახლეში. გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტო ტურის ფარგლებში კომპანია „ჯეოტურისტის" ორგანიზებით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეებში გადაღებები გათვალისწიებულია სხვა ლოკაციებზეც. ბორჯომის ცენტრალური პარკი, გოგირდოვანი აბანოები, კუკუშკა, ეიფელის ხიდი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, სოფელი ტაბაწყური ის ადგილები იქნება, რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდებიან.


სიუჟეტებს მოამზადებენ რუსული ტელეკომპანია „ოერტე" და უკრაინული ტელეკომპანია „ინტერი". ფოტო ტურს გადაცემა დაეთმობა იმედის არხზეც. პროექტი 24 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება.


ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფოტო ტური რიგით მეშვიდე საერთაშორისო ერთობლივი პროექტის ფარგლებში ზამთრის პირველი ტურია საქართველოში. ტური ბორჯომის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება.


ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან საპარტნიორო ფონდს თანადგომისათვის და ლიკანის სასახლეში მასპინძლობისათვის, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოჩენილი მხარდაჭერისათვის!



 

 

 

 

 

big_banner
არქივი