logo_geo
რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
- +

19 თებერვალი. 2019. 13:55

 

 

რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ ონის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა.

 

როგორც პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ დალაქიშვილმა განაცხადა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოები განახლდება.

 

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ექნება რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ჩვენ აღვადგენთ სამძებრო სამუშაოებს“, – განაცხადა ტარიელ დალაქიშვილმა.

 

შეგახსენებთ, 21 წლის მამაკაცი  ძველით ახალი წლის ღამეს დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში აწარმოა. ძებნაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი