logo_geo
სტრასბურგში არსებული საცხოვრებელი ბინა თეა წულუკიანის საკუთრებას აღარ წარმოადგენს
- +

29 იანვარი. 2017. 20:50


 


იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეკლარაცია, რომელიც 2017 წლის 11 იანვარს შეავსო აღნიშნულია, რომ მის საკუთრებაში, სტრასბურგში არსებული საცხოვრებელი ბინა აღარ არის. წინა წლების დეკლარაციების მიხედვით, წულუკიანი სტრასბურგის ბინას აქირავებდა და თვეში 1 200 ევროს შემოსავალს იღებდა.


მინისტრის საკუთრებაში დარჩა თბილისში, სოფელ დიღომში საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი.


დეკლარაციაში ასახულია წულუკიანის მეუღლის, ნუგზარ კაკულიას უძრავი ქონებაც - მიწის ნაკვეთი სოფელ დილისკაში.


რაც შეეხება ოჯახის შემოსავალს, მინისტრმა ხელფასის სახით 2016 წელს 75 000 ლარი მიიღო (დაუბეგრავი), კაკულიამ კი, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელია - 35 247 ლარი.


 

big_banner
არქივი