logo_geo
თაკო ჩარკვიანი: ნუ გექნებათ საქართველოს დაბლოკვის იმედი მაგ „უბლოკო“ სტატუსით!
- +

29 იანვარი. 2017. 22:25


 

 

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება:


„კონსტიტუციაში NATO-ში გაწევრიანება არ უნდა ჩაიწეროსო, ეს პოლიტიკოსების ჩამორჩენილობაზე მიუთითებსო - განაცხადა ბურჯანაძემ. აქ დასვამს წერტილს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ იქვე დააყოლა - პროგრესულია თუ უბლოკო სტატუსს ჩავწერთო, აბსოლუტურად მასეაო" -პუტინი პირველი ვიოლინოაო. მე კი ჩემთვის პუტინმა და ვიოლინომ საწყალი" დიდი მევიოლინე - ოისტრახი გამახსენა. გულწრფელად შემეცოდა.

 

კიდევ თქვა, პროგრესულად მოაზროვნემ", რომ მიწები არ უნდა გაიყიდოსო, რაც მისგან გამიკვირდა, რადგან - მიწის კანონის რეგულიაციების მომხრე (ვიმეორებ რეგულიაციების) მეც ძალიან დიდი ხანია ვარ. აი, იმ პერიოდიდან და კიდევ უფრო ადრე, მათი, ანუ მისი ხელისუფლება, უფასოდ ბურებს, რომ ჩუქნიდა მიწებს, თითქოს მათი ბაბუის დანატოვარი" იყოს. მაშინ, იმ პერიოდში, რაღაც არ მახსენდება ამათი წუხილი.

 

და კიდევ, რუსეთს თუ მიუერთებთ ამ საქართველოს (რაზეც ასე ოცნებობთ), არც გაყიდვა დაგჭირდებათ მიწის, სულ იმათი არ გახდება, როგორც იტყვიან, სპატრახამი"? რას ეშმაკუნობთ, რას ფლიდობთ, რას ფარისევლობთ, რა ვერ მიართვით ეს ქვეყანა ხონჩით თქვენს პირველ ვიოლინოს" კი არა - სკრიპკას"?! რა ხდება, ვერ დაიმორჩილეთ, ვერა და ვერ, ხალხი, არა? ვერც დაიმორჩილებთ და რატომ, იცით? იმიტომ, რომ დაღლილია... თუმცა ბრძენია. დიახ, ინელექტუალურად მოაზროვნეა, პროგრესულია, საბოლოოდ, მაინც ამოცნობა შეუძლია, მიუხედავად ამდენი წვალებისა, მაინც ზუსტად გრნობს ხალხი, თაღლით პოლიტიკოსებს. ასე, რომ ნუ გექნებათ საქართველოს დაბლოკვის იმედი მაგ უბლოკო" სტატუსით!", - აღნიშნავს ჩარკვიანი. 


 

big_banner
არქივი