თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორია, სადაც საცავებია განთავსებული, სპეციალურმა ჯგუფმა შეამოწმა და დაადასტურა, რომ საცავებში შენახული ოქრო-ვერცხლი დაზიანებული არ არის.
„შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული.ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.