,,ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„მადლობა პრემიერ-მინისტრს დღევანდელი გამოსვლისთვის და ჩვენი თანადგომის სურვილის გამოცხადებისთვის. მაგრამ ერთად-ერთს ვთხოვ, შევქმნით ხუთკაციან ჯგუფს და დაგვითმოს პრემიერ-მინტრმა 3000 კაცს, თუნდაც 15 წუთიანი აუდიენცია, რომელშიც პირისპირ დაველაპარაკებით, იმიტომ რომ ქვეშემდგომების მიტანილი ამბები სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა დაზარალებულმა.