logo_geo
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრება, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას
- +

12 მარტი. 2019. 20:27

 

 

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელიც რუსთაველის თეატრში იმართება ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრება.

 

რუსთაველის თეატრში ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ბედი ქართლისა“ მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი