„გაზპრომი" ლატვიური გაზის ტრანსპორტირებისა და გაზსაცავის ოპერატორი კომპანიის „Conexus Baltic"-ის მეწილე გახდა. კომპანიის 34,1 %-იანი წილის შეძენა გაზის სექტორში ლატვიური მონოპოლისტის, „Latvijas Gaze"-ის რეორგანიზაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ლატვიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, „Latvijas Gaze"-ის რეორგანიზაცია აპრილამდე უნდა დასრულდეს. კომპანიას უნდა გამოყოფოდა გაზის მოწოდება და შენახვა. სწორედ ეს ფუნქციები გადაეცა „Conexus Baltic"-ს, რომელიც ამ წლის იანვარში დაფუძნდა.