logo_geo
3-დან 20 წლამდე შშმ ბავშვებს თბილისის მერია დასვენებას ახალი ვაუჩერული სისტემით დაუფინანსებს
- +

5 თებერვალი. 2017. 22:25


 

„3-დან 20 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს დედაქალაქის მერია საკურორტო ზონებში ახალი ვაუჩერული სისტემით დააფინანსებს", - ამის შესახებ  თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა „აიპრესთან" განაცხადა.


„2017 წელს 3-დან 20 წლამდე შშმ ბავშვებისთვის საკურორტო მიმართულებით ვაუჩერული დაფინანსება იქნა შემოღებული. მათ არჩევანის საშუალება ექნებათ. სურვილის შემთხვევაში შშმ ბავშვები მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიებში დაისვენებენ ან ვაუჩერული დაფინასებით მიეცემათ თანხა და თვითონ აირჩევენ სად წავიდნენ დასასვენებლად", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი