logo_geo
„ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა… ეს იყო საშინელი სურათი“
- +

23 მაისი. 2019. 14:11

 

სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

 

არსებული ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც ირკვევა, გარდაცვლილები არიან ორი ძმა, ერთ-ერთის ორსული მეუღლე და ძმების დეიდაშვილი.

 

თვითმხილველების თქმით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა „ოპელის“ მარკის ავტომობილმა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა.

 

„ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ეს იყო საშინელი სურათი... აქ ხშირად ხდება ავარია და მოვითხოვთ, გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელი ბარიერი დააყენონ! ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში და ძალიან გვეშინია. მოგვაქციონ ყურადღება“, - აცხადებს ადგილობრივი გენადი გურგენაძე.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი