logo_geo
გოგა ხაინდრავა: ეს კრიმინალური ისტერიკა პირდაპირ გადაბმულია „შიზოფრენიკთან“, რომელიც კიევში ზის...
- +

14 თებერვალი. 2017. 21:04



რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება  ქრთამის აღებ-მიცემის მცდელობაა.


მისი თქმით, ეს კრიმინალური ისტერიკა პირდაპირ გადაბმულია "შიზოფრენიკთან", რომელიც კიევში ზის და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს".


ხაინდრავას განმარტებით, თავისი სიცრუით, „რუსთავი 2"-ის გენდირექტორი შეურაცხყოფას აყენებს,  როგორც საზოგადეობის, ასევე მაუწყებლის მცნებას.


თუ ვინმე თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოკალათებულები არიანპრავდა 2"-ში და მაგათი ხელმძღვანელი გვარამია პრესის წარმომადგენლები არიან, მაშინ ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ. ეს შხამქიმიკატების კომბინატია, რომელიც საზოგადოებას წამლავს. კრიმინალური ფუძეც არის, კრიმინალური თავიც არის და კრიმინალური ქმედებაც არის",  - აცხადებს ხაინდრავა.


ამასთან, მისივე თქმით,  მოსამართლე ახვლედიანი ისეთივე კრიმინალია, როგორიც ნიკა გვარამია.


ის, რაც დადგინდა, არის ჭეშმარიტებაარ არის მონტაჟი, ეს არის ქრთამის მიცემა-აღების მცდელობა. მგონია, ძიებამ უნდა დაადასტუროს, რომ ეს პროცესი შედგა. ახვლედიანის  ქმედებები, რომელიც აქეთ  მემუქრებოდა სასამართლოში ჩივილით და სინამდვილეში, რა საქმიანობით იყო გართული, ყველამ კარგად დავინახეთ. უმარტივესი კითხვაა: საიდან ჰქონდა 800 ათასი დოლარი? რადგან იმ სესხზე, რაზეც ის საუბრობს, მერეა გაკეთებული და გადახდილი. საიდან ჰქონდა ეს თანხა თუ დაასაბუთებს, მაშინ  საზოგადოება იფიქრებს, რომ წესიერი კაცია, მანამდე აბსოლუტურად ნათელია, რომ კაცი კრიმინალია, ისევე, როგორც გვარამია", - განაცხადა ხაინდრავამ.


 

right_banner big_banner
არქივი