logo_geo
ქობულეთი ბათუმის მონაკვეთზე გზის გამწენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
- +

17 თებერვალი. 2017. 21:21


 

ამ დროისათვის, ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ძლიერმა თოვამ მოცემულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. ამ ეტაპზე გზის ერთი მიმართულება გაწმენდილია, ხოლო გზის მეორე მხარე იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.


ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა რომელიც გაწმენდით სამუშაობს 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.


 

big_banner
არქივი