logo_geo
კომუნიკაციების კომისია, ანუ ბექაურ-აბაშიძის კერძო კანტორა
- +

19 აგვისტო. 2019. 01:34

 

 

“როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩამოყალიბდა, 2000-იანი წლების დასაწყისში, მრავალი ევროპული ქვეყნის გამოცდილების შესწავლის შემდეგ, კომისიის ორმოცი თანამშრომელი ძალზე ადვილად ართმევდა თავს კომისიის კომპეტენციაში არსებული ფუნქციების შესრულებას. დღეისათვის კომისიის მოხელეთა რაოდენობა ასოთხმოცამდეა გაზრდილი. ვინ არიან ეს ხალხი? ბექაურის ცოლის – ეკა ბერიძის ნათესავები და დაქალები, აბაშიძის ახლობლები და მეგობრები, მათი შვილები და ა.შ. ნეპოტიზმი და ძმა-ბიჭობა ამ კომისიის სავიზიტო ბარათი გახდა.

 

ფუნქციები რა დაემატა? მედიაწიგნიერება! რისთვის, იმისთვის, რომ გაადვილებული შერჩევის გზით, ადვილად დანიშნონ და სამი ათასიდან ხუთი ათასამდე ლარი დაუნიშნონ „თავისიანებს“. რამდენად თითიდან გამოწოვილ, ნულოვანი შედეგის მომტან სისულელეებს ემსახურება ბიუჯეტის ასეთი ფლანგვა ამ ყავის სმით დაკავებული დედაკაცებისგან, ეს კიდევ ცალკე საკითხია (სხვა ქვეყნებში ამ საქმეს 3-4 ადამიანი უვლის), მითუმეტეს, რომ ნამდვილი წიგნიერი და ამ თემის პედაგოგი პროფესორები, ლექციებით დატვირთულნი ცხრაას ლარამდე ძლივს გამოიმუშავებენ.

 

სხვათაშორის, ახლახანს სამუშაოზე მიღებული ვინმე ივანიშვილის თაობაზე, ბექაურმა კომისიის წევრები გააფრთხილა: „ბიძინას ნათესავია, მან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარიო!!!“ ბექაურის მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ (ექვსნიშნა ციფრით განსაზღვრული ყოველთვიური შემოსავალი), კომისიის თავმჯდომარის ხელფასი (ხუთნიშნაციფრიანი შემოსავალი), კახეთში ვენახისა და ღვინის ქარხნის აღმოცენება, მისი ცოლის – ეკა ბერიძის ორი ათეული ათასით განსაზღვრული ყოველთვიური შემოსავალი წყლის კომპანიაში (ხაზარაძის ბიზნესი) კომუნიკაციის სფეროში, ძალზედ გასაიდუმლოებული ბიზნესის წამოწყება (დაწვრილებით შემდგომ მოგახსენებთ)…

 

შეადარეთ ეს დანარჩენ საქართველოს. ეს არის, ბატონო ბიძინა, თქვენი ფულში გადაგდების სანაცვლოს (მე-9 არხის შენობის აღჭურვისას) ბექაურის გაფეტიშება – გაქსუებით „ამაგის“ დაფასება? ამის შემდეგ ან რა გუნებაზე შეხედეთ ბექაურის ცოლს – ეკა ბერიძის არაერთ თხოვნას – ქმრისთვის კარგი სამსახური მიგეცათ, ბიზნესის ხელშეწყობა მოგეხდინათ და თქვენი ფულში გადაგდება დაგევიწყებინათ. ვინმემ ან მივლინებებში ჩაიხედოს, ან მრავალათასიანი ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხებიდან „ატკატების“ გონივრული ეჭვი გაუჩნდეთ. ეს არის საქმე? ეს არის საქართველო? არ გრცხვენიათ? ცნობილი მავნეჩვევიანი აბაშიძის „სილქნეტში“ ბიზნესზე და კიდევ სხვა ამბებზე მოგვიანებით მოგითხობთ. ყველა დაიღალა, ჩვენც – თქვენიანები, არამარტო ძველი, არამედ ახალი უსამართლობების მიმართ შეგნებული გულგრილობებით!” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით ქავთარია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი