logo_geo
„ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით...“ - დავით მაღრაძის ლექსმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო
- +

21 თებერვალი. 2017. 15:39


სოციალურ ქსელში პოეტ დავით მაღრაძის ლექსი "თეთრი პერანგი" ვრცელდება. ლექსმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლექსი დღევანდელობასთან, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან თანხვედრაშია. 


გთავაზობთ დავით მაღრაძის ლექსს "თეთრი პერანგი":


 

ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით

- ჯვარს აცვი! - ისმის ანჩხლი კიკინი

და მოსროლილი ვით ბუმერანგი

ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით.


ირევა ხალხი, როგორც ამინდი,

ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი,

მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი,

ის მიდის ჯვარზე ერთი პერანგით.


ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს

უსაფრთხოება მიაქვს კეისრის,

ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ,

ხან საკუთარი აირვეისით.


და საფინანსო გაწეულ რისკებს

თან გაკოტრების ახლავს შიშები,

მივალთ... მივდივართ... მივიმღერთ ჯვრისკენ,

ჩვენი საბანკო ანგარიშებით.


იერუსალიმს აღდგომა მოდის,

დელეგაციის საუბარს ვისმენ,

- ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს-

და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.


ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.

 

დათო მაღრაძე - პოემიდან „ჯაკომო პონტი" - თეთრი პერანგი


 

big_banner
არქივი