logo_geo
რატომ განაცხადა პრეზიდენტმა ირაკლი მამალაძესთან შეხვედრაზე უარი? - მამალაძის განცხადება
- +

21 თებერვალი. 2017. 16:42



დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრა სურდა, რაზეც უარი მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ირაკლი მამალაძემ განუცხადა.


„ჩემი მოთხოვნის მიზანი იყო ის, რომ ამ საქმის ერთ-ერთ მოწმეზე ხორციელდება უპრეცედენტო ზეწოლა, ერთ-ერთი მედიასაშუალების და საზოგადოების მხრიდან, რომელთა მეშვეობითაც შეიქმნა ჩემგან მტრის ხატი. მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მძიმე დანაშაულის ორგანიზების შესახებ იგებს, ვალდებულია თუ არა ის, მივიდეს საგამოძიებო ორგანოებში. ვის გაუჩნდება სურვილი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა უამრავი საფრთხე არსებობს, მომავალში განაცხადოს მსგავსი დანაშაულების შესახებ, თუ ვინმესთვის წინასწარ გახდება ცნობილი. მინდოდა ამ საკითხების პრეზიდენტთან განხილვა. სამი დღის მანძილზე ფაქტობრივად მემალებოდნენ. დღეს, როდესაც დავურეკე ეკა მიშველაძეს, რამდენიმე წუთში გადმომირეკა და მითხრა: თქვენ ხართ აღელვებული და პრეზიდენტი ვერ შეგხვდებათო", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი