logo_geo
გიორგი გაბუნია: სილა გავაწანი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ მე გამოხატვის ასეთი ფორმა მაქვს
- +

21 თებერვალი. 2017. 21:25


 

„თქვენ, გადაცემა „არჩევანში" უხამსი სიტყვებით გააკრიტიკეთ თბილისის მერი დავით ნარმანია, ეს რატომ გააკეთეთ?" აღნიშნული შეკითხვით „აიპრესმა"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ის წამყვან  გიორგი გაბუნიას მიმართა. გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს ფრაზებს იყენებს.


„ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ალბათ იცის მაყურებელმა, რომ მას დროდადრო ვაკეთებ. მე ასეთი ფორმა მაქვს, რომელიც ბევრისთვის მიუღებელია, მე ეს მესმის. მაგალითად ეს იყო აზრის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა და კეთილის მსურველებმაც კი ვერ შეძლეს თავისი თავისთვის გადაებიჯებინათ და ეთქვათ, რომ ეს კარგია. შეიძლება ითქვას, რომ სილა გავაწანი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ მე გამოხატვის ასეთი ფორმა მაქვს.

 

თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირ სალანძღავ და უწმაწურ სიტყვებს არ ვიყენებ. სრულიად ჩვეულებრივ სიტყვებს ვიყენებ, ოღონ ისე ვალაგებ ამ სიტყვებს, რომ აზრი გამოდის ხშირად შეურაცხმყოფელი", - აღნიშნა გაბუნიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი