logo_geo
რიმა ბერაძე: ოპოზიციონერი კოლეგების რიტორიკა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია
- +

24 თებერვალი. 2017. 22:07




„სირცხვილია ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან სტიქიით დაზარალებულებით პოლიტიკური სპეკულაცია .13 ივნისს, სტიქიით დაზარალებული ჩოხელისთვის კანონიერი კომპენსაციის გადაცემას ოპოზიცია ურცხვად იყენებს თავის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. მათი რიტორიკა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრქაციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ბერაძემ ასევე დასძინა, რომ ოპოზიციის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

 

„ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავადაც კარგად იციან, რომ გადაწყვეტილება კანონიერია და ეს კომპენსაცია მიიღო დაზარალებულმა ჩოხელმა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მათი მიზანია თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და პოლიტიკური შოუების მოწყობა", - განაცხადა რიმა ბერაძემ.


 

big_banner
არქივი