logo_geo
რიმა ბერაძემ ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური წარსული შეახსენა
- +

24 თებერვალი. 2017. 22:44



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მის ყოფილ თანაგუნდელს, ფორუმის წევრს შორენა ბუხრაშვილს ზვიად ნაზღაიძისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების თემაზე მის მიერ გაკეთებული კომენტარები შეახსენა.


თქვენ ნაზღაიძის თემაზე კომენტირებისას მედიასთან განაცხადეთ, რომ ქართული ოცნება" თურმე პოლიტიკურ ევთანაზიაში იმყოფება. იქნებ დაფიქრებულიყავით, თავად ხომ არ ხართ ამ მდგომარეობაში, მით უფრო თუ გაიხსენებთ, რომ 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების" გარეშე მხოლოდ 267 ხმა აიღეთ",- აღნიშნა რიმა ბერაძემ.


რიმა ბერაძემ ხათუნა სამნიძეს „ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნება მიულოცა და ასევე თამარ კორძაიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:


„უხერხულ მდგომარეობაში მაშინ თუ იყავით, როცა როგორც  „ქართული ოცნების"  წარმომადგენელი  პარლამენტში შეხვედით. მაშინ თუ გრძნობდით უხერხულობას, როდესაც მე და ჩემი თანაგუნდელები32 დღის განმავლობაში, თქვენს გვერდით ვიდექით და ნაძალადევის მოსახლეობას ვარწმუნებდით  თქვენთვის, რომ გამოეცხადებინათ ნდობა.


სამწუხაროდ თქვენ მათი ნდობა ვერ გაამართლეთ.


დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო",- განაცხადა რიმა ბერაძემ რიგგარეშე სხდომაზე საკითხის განხილვისას.

 

big_banner
არქივი