logo_geo
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა ალექსანდრე ბასილაიას სახელი მიენიჭოს
- +

25 თებერვალი. 2017. 20:26



თბილისის საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა, ცნობილი კომპოზიტორის, ანსამბლ „ივერიის" უცვლელი ხელმძღვანელის ალექსანდრე ბასილაიას სახელი მიენიჭოს.


​შესაბამისი თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს ახალგაზრდა მომღერალმა, ალექსანდრე ბასილაიას ყოფილმა მოსწავლე ნოდიკო ტატიშვილმა მიმართა. იდეას მხარს უჭერენ თავად „ივერიის" წევრები და იმედოვნებენ, რომ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებას, სხვა დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს.


ანსამბლის ერთ-ერთმა სოლისტის ნუგზარ კვაშალის განცხადებით, კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია იმსახურებს, რომ თბილისში მისი სახელობის ქუჩა არსებობდეს. ის იმ დიდი და სახელოვანი კომპოზიტორების ტრადიციის გამგრძელებელია, რომლებიც უკვდავ სიმღერებს ქმნიდნენ.


სასიამოვნოა, როცა შენი მეგობრის უკვდავყოფა ხდება მისი სახელის ქუჩისთვის, ან დარბაზისთვის მინიჭებით; ან მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოზე მემორიალური დაფის განთავსებით. ესეც პატარა პატივისცემაა იმ შრომისა, რაც ალექსანდრე ბასილაიამ გაიღო ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებისთვის. მან ასევე მიუძღვნა სიმღერები თბილისს და მისი საყვარელი დედაქალაქისთვის, პატარა აგური მაინც დადო. ეს იდეა ეკუთვნის ნოდიკო ტატიშვილს, რომელიც მისი ყველაზე პატარა მოსწავლე ოყო და ბასიალაიას შესანიშნავ კვინტეტში მღეროდა. სამწუხაროდ დაფინანსების არქონის გაო, ბასილაიამ კვინტეტი ვერ შეინარჩუნა. მარტო ხელოვანი ხალხი ვერ მოერევა ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, თუ გვერდით სპონსორები არ დაუდგნენ", - აცხადებს ნუგზარ კვაშალი.


​ალექსანდრე ბასილაია, საბურთალოს რაიონში საირმის ქუჩაზე ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელი საირმის ქუჩის მიმდებარე ქუჩას მიენიჭება. ​ცნობილ კომპოზიტორს ​11 მარტს 75 წელი შეუსრულდებოდა. ანსამბლ „ივერიის" წევრები იმედოვნებენ, რომ ქუჩისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვევს და საზეიმო ღონისძიებასაც გამართავენ.


ალექსანდრე ბასილაია საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში 1963 წლიდან მუშაობდა ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, ხოლო 1968 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „ივერიის" ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. ის ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. არის მრავალი საესტრადო სიმღერისა და რამდენიმე მიუზიკლის ავტორი, ასევე ქმნიდა მუსიკას ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის.

 

ბუთხუზი ბასილაის მსგავს კომპოზიტორებს მელოდისტებს ეძახიან, რომელთა ყველა სიმღერა არის მელოდია. ამერიკულ მიუზიკლებს რომ დავაკვირდეთ, იქ არის ჩვეულებრივი მუსიკალური ნახაზი და ერთი ლეიტმოტივი, რომელზეც აგებულია მთელი მიუზიკლი და მსმენელს შესაძლოა ერთი, ან ორი მელოდია დაამახსოვრდეს. ბასილაიას მიუზიკლებში იმდენი მელოდია იყო, რომ კიდევ 10 მიუზიკლის შექმნა შეიძლებოდა იმ ერთის მუსიკით", - აცხადებს ნუგზარ კვაშალი და დასძენს, რომ ბოლო ხანებში ხშირად ახსენდება ბასილაიას ერთ-ერთი სიმღერიდან სტრიქონი:

 

წლები, როგორც გედები, შორს მიფრენენ ოცნებით,

სხვებზე ადრე ვბერდებით, თურმე მუსიკოსები,

გული მაინც არ გვწყდება, არ გაგვწირავს განგება,

ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად სიმღერები დარჩენა."


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი