logo_geo
პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსებას აწესებს
- +

26 თებერვალი. 2017. 19:48



პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი ჟუნალისტი მაია ასათიანის შვილის ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსებას აწესებს. ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა.  მისი თქმით, ის სტუდენტები, რომელსაც ნუცას მსგავსი მაღალი ქულები ექნებათ, უნივერსიტეტისგან დაფინანსებას მიიღებენ.


„ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა განცხადება. ეს იქნება დაფინანსება და ნუცას მსგავსი მაღალი ქულის მქონე სტუდენტები მიიღებენ ამ დაფინანსებას", -აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


​ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების ორგანიზებით ნუცას სახელობის ნატვრის ხე დაიდგმება.




„უნივერსიტეტში ახლაც მიმდინარეობს ნუცას ხსოვნის საღამო. შეიქმნება სპეციალური წიგნი, სადაც კურსელები სამახსოვრო წერილებს დატოვებენ. ასევე, ნუცას კურსელები გეგმავენ, რომ არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდნენ", - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.


​მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მაცვილაძე მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა. იგი პარიზის საავდმყოფოში გარდაიცვალა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი