logo_geo
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

27 თებერვალი. 2017. 16:41



27 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს მოაწერეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.


მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება ქართულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ისტორიული ტოლერანტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმში რელიგიური ტოლერანტობის  კუთხის დაარსება.




 

big_banner
არქივი