დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე შენდება ინსტიტუტის ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო კორპუსები.
ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინჟინერიის მიმართულებებით, ასევე მედიცინასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.