logo_geo
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

28 თებერვალი. 2017. 10:22


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.


აღნიშნულ გზაზე, ამ დროისთვის დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, კერძოდ,  კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ნარდევანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ105-კმ146 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ამავე გზის  კმ94-კმ110 (ნარდევანი-ფარავანი) საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 10:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე.


გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

 

 

 

 

big_banner
არქივი