logo_geo
დავით მაღრაძე საპატრიარქოში არსებულ ვითარებას ქონებრივ დავად აფასებს
- +

2 მარტი. 2017. 11:36



პოეტი დავით მაღრაძე საქართველოს საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას ქონებრივ გადანაწილებაზე დავად მიიჩნევს.


მისი თქმით, ქართველი საზოგადოების ნაწილს, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგია, ეკლესიაში შექმნილი ვითარება ახარებს.


ჩვენს საზოგადოებაში არის ხალხის ისეთი ნაწილიც, რომელსაც ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება ახარებს, მეტიც, ეს მათთვის დღესასწაულია, ვინაიდან ქრისტიანობის და ზოგადად, სარწმუნოების მოწინააღმდეგენი არიან.

პარლამენტის წევრი გახლდით, როდესაც ამ ორგანომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება ანუ, კონკორდატი მიიღო. გარკვეული ჯგუფი ამ საკონსტიტუციო შეთანხმებას არ ვიზიარებდით. გვქონდა იდეა, ამას სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა. მიზეზი შემდეგი იყო: როცა კონკორდატს საკონსტიტუციო შეთანხმება დაერქვა, მან იგივე ძალა ეიძინა, რაც კონსტიტუციას აქვს. როცა ჩვენი კანონმდებლობა საერთაშრისო ნორმებთან შეუსაბამობაში მოდის, ამ უკანასკნელს პრიორიტეტი ენიჭებათ, გარდა კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო შეთანხმების. ამიტომაც, გვინდოდა, აღნიშნულს სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა, რათა შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი საერთაშორისო სამართალს მინიჭებოდა. პარლამენტის ის წევრი გახლდით, რომელმაც კონკორდატს ხმა არ მივეცი. არ მგონია, რომ ეკლესიას მატერიალური დოვლათი აძლიერებს. არ მგონია, რომ საპატრიარქოსა და სინოდის წიაღში წარმოშობილი დავა, პოლემიკა ან მსოფლმხედველობრივი იყოს, ან თეოლოგიური, ანაც მჭვრეტელობითი. ჩემი აზრით, ეს, ქონებრივ გადანაწილებაზე დავა არის. ეს პრობლემა გვაწუხებს, რადგან ეკლესია ჩვენი ნაციონალური იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ მისი გადარჩენით და არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი გაძლიერებით", - აცხადებს მაღრაძე.


რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, პოეტის აზრით, „ეს მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ფარისევლობა, მაამებლობა და ეკლესიასთან ფლირტია".


წმინდა წერილში არსად ამომიკითხავს, უფალს მოციქულებისთვის ეთქვას: წადით და გამდიდრდითო. საპატრიარქოსგან სხვა პოზიციას, სხვა დამოკიდებულების გამოხატულებას ველოდი, ეს შეიძლება ჩემი პრობლემაა, მაგრამ ჩემი ამოსავალი ყოველთვის წმინდა წერილი არის. აშკარაა, რომ კრიზის არსებობს, ეს დაფარული აღარ არის, მაგრამ კრიზის შეიძლება კათარზისის დასაწყისი იყოს. აშკარაა, ეკლესიის ადმინისტრირების მართვის განახლების აუცილებლობა დადგა. ჩემი აზრით, ეს პოლემიკა კრიზისის გათვალსაჩინოების რეალური სურათი არის და ქრისტიანმა, თვითონ ეკლესიის წიაღში, სულიერი მდგომარეობის გაკეთილშობილება უნდა დაიწყოს. საერთოდ, მთავრობა პათეტიკურ განცხადებებს თავს თუ დაანებებს, კარგი იქნება. ვფიქრობ, პათეტიკა მთავრობის განცხადებების შესატყვისი არ არის. მათი განცხადებები უნიჭო ლექსის ასოციაციას უფრო იწვევს, ვიდრე დაბალანსებული, ბრძნული განცხადებისას. ქრისტე იერუსალიმში ჯორით შევიდა. იერუსალიმი იმ პერიოდში რომის იმპერიის შემადგენელია. იმ დროს რომს აქვს ეტლები, დღევანდელი ლექსუსი", პრადო". იესო კი ჯორით შევიდა. ესეც ნიშანია, თუ რას ასწავლის იესო მის ყველაზე ერთგულ მიმდევრებს. რომი, ჩემთვის, ცივილიზაციაა და ქრისტე - კულტურა. ცივილიზაციას კულტურა ჯვარცმისკენ მიჰყავს. რა თქმა უნდა, იგებს ცივილიზაცია, მაგრამ იმარჯვებს კულტურა. აღდგომა ჯვარცმის მერე დგება. ვინატრებდი, რომ დღევანდელი პროცესი აქეთკენ წავიდე", - აღნიშნავს დავით მაღრაძე.


მისივე თქმით, განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები უწყებიდან უწყებაში გადადის და რეალურად არ ხორციელდება.


რაც დამოუკიდებელი საქართველო მახსოვს, გაიძახიან განათლებაში რეფორმა უნდა ჩატარდესო. რას გულისხმობენ, კარგად არ ვიცი. რეფორმა სამინისტროდან სამინისტროში დაფრინავს და მეტი არაფერი. მართებულად არ მიმაჩნია, რომ გაჭირვებული ქვეყნის პრიორიტეტი რომელიღაცა ცნობილი ესტრადის მომღერლის ჰონორარზე ათეულობით მილიონის დახარჯვაა. ჩექ ინ ჯორჯია" - ასე ჰქვია ამ პროექტს, რაშიც ამდენი მილიონები იხარჯება. გონივრული ეჭვი მაქვს ჩექ ინ ჯორჯიას" პროექტი, ვიღაცისჩექ-აუთ"-ით დამთავრდება. მესმის, რომ აეროსმიტი" დიდებულია, მაგრამ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი რომ არ გახსოვს და აეროსმიტი" გახსოვს, ერთი ლარი რომ არ გახსენდება რუსთაველის იუბილესთვის და მილიონები გახსენდება ჩექ-ინ" აეროსმიტისთვის", ეს არანორმალური მგონია. ასეთი ვითარებაც იყო, როდესაც რუსთავი-2" ტელევიზია იყო და როცა შევარდნაძის პერიოდში საფრთხე დაემუქრა, მეც ვიცავდი თავისუფალ სიტყვას და კონკრეტულად რუსთავი 2"-. დღეს რუსთავი-2" ტელევიზია არ არის. ლავრენტი ბერიამ და ძერჟინსკიმ ტელეკამერები რომ მოიმარჯვონ, განა ტელევიზიის დირექტორები იქნებიან?! ტრამპი ფარისევლურ, ჩაბეტონებულ სისტემას დაპირისპირდა. სხვათა შორის, ეს ძალიან ჰგავს 2012 წლის საქართველოს. რაც მაშინ ივანიშვილმა წამოიწყო, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად, პრეცედენტისთვის. პოლიტიკაში მოვიდა კაცი, რომელიც არ დაექვემდებარა პოლიტკონიუნქტურის დიქტატურას და მედიის ბატონობის მონობაში არ დარჩა. ივანიშვილმა მედიის მიმართ, პოლიტიკოსების მხრიდან ტრადიციად ქცეული მლიქვნელობა დაარღვია. სიბრძნე ისაა, როცა კლასიკის რევიზია არ ხდება. შეიძლება აუქციონმა ხელოვნურად შექმნილი დროებითი ავტორიტეტით გადაწონოს მარადიული ღირებულება, მაგრამ ეს როცა იქნება, აუცილებლად გასწორდება",- წერს დავით მაღრაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი