logo_geo
გენრი დოლიძე: ბათუმის ლიტერატურული კლუბი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას!
- +

3 მარტი. 2017. 00:28



პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბათუმის ლიტერატურული კლუბი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას.

 

„თუ ხარ 15-დან 23 წლამდე ასაკის, წერ ლექსებს, მოთხრობებს, ესეებს, ან, უბრალოდ გიყვარს ლიტერატურა და გსურს მოისმინო ცნობილი მწერლების ლექცია-მასტერკლასები, მოინახულო მწერალთა სახლ-მუზეუმები საქართველოს რეგიონებში, ჩაერთო სხვადასხვა სახის აქტივობებში, გაუზიარო შენი ნაწერები თანატოლებს, მაშინ, შემოგვიერთდი!

ბათუმის ლიტერატურული კლუბი აცხადებს ახალგაზრდების მიღებას.

შეავსეთ განაცხადის ფორმა

გადმოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: info.kavkasioni@gmail.com ან მოგვიტანე აჭარის მწერალთა სახლში.

 

მის: ბათუმი. მელიქიშვილის 21

 

598263004, 595212004

 

საკონტაქტო პირები:

 

გენრი დოლიძე, დავით არძენაძე, მირიან გორგილაძე", - წერს გენრი დოლიძე. 


 

big_banner
არქივი