logo_geo
ქიბარ ხალვაში: ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომა...
- +

4 მარტი. 2017. 21:59



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ გირგვლიანის თემის გაშუქებამ შეიწირა მისი ურთიერთობა „რუსთავი 2"-თან. როგორც თავად აღნიშნა, მისი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა იყო მინიმალური.


„მიმაჩნია, რომ ჩარევა იყო მინიმალური, და ის მინიმალური ჩარევაც სარედაქციო პოლიტიკაში იყო ჩემი შეცდომა. ვთვლი, რომ ამას მე გამოვასწორებ. ორი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქიბარი მოდიოდა და სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა, ის ორი შემთხვევაც ისევ თითზე აქვთ დახვეული და ლაპარაკობენ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მიმდინარეობდა აქცია და სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში „ლაივში" მიდიოდა. ვუთხარი, რომ ეს არ არის 4-საათიანი „ლაივის" თემა. შეიძლება დაამოკლოთ და საინფორმაციოში გადატანოთ. ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომა, ეს იყო მთელი დღის ზეწოლის შედეგი, პერსონალურად დამირეკა სააკაშვილმა, გიგი უგულავამ, ვიფიქრე, განვტვირთავ დაძაბულობას „რუსთავი 2"-სა და მათ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ პატივს არ მცემენ და თითქოს დენის წყაროს გამორთვას ვცდილობდი. არც ვიცი სად უნდა გამოვრთო დენის წყარო, რადგან ტექნიკურ ნაწილში ვერ ვერკვევი. ეს იყო მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის გარკვეული და გვერეოდა საქმიანობაში", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.


მისივე თქმით, გირგვლიანის თემის გაშუქებას მოყვა ის კონფლიქტი, რაც იმით დასრულდა, რომ ტელევიზია დაკარგა.


„გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ გუნდი არაპროფესიონალურად მოიქცა, მაგრამ მე ვთვლი „იმედს" ჰქონდა პრივილეგია ეს ადრე გაეშუქებინა. ფაქტობრივად გირგვლიანის თემის გაშუქებამ „რუსთავი 2"-ში შეიწირა ჩემი და „რუსთავი 2"-ის ურთიერთობა. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობდა, ბოლო სხდომა იყო და თურმე ხელისუფლებას დაუგეგმავს, რომ პირველი თემა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. იმ დღეს „რუსთავი 2"-ზე პირველი თემა იყო სასამართლოს გაშუქება. ზუსტად ამას მოყვა ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია დავკარგე", - განაცხადა ხალვაშმა.



 

big_banner
არქივი