logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლება
- +

5 მარტი. 2017. 18:16



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზე მუშაობს, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაცია იქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და იქ ექსკურსია-გაკვეთილი დაგეგმონ.


„ჩვენი მიზანია ექსკურსია შინაარსით, რომელიც მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლება. ეს გულისხმობს გაკვეთილსაც და გართობასაც. ჩვენ ვმუშაობთ ექსკურსიების პროგრამაზე. თავისუფალი გაკვეთილების ინიციატივის ნაწილი გახდება ექსკურსიები, იქნება ეს მუზეუმში თუ სხვა ორგანიზაციებში. ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგებს და გადავიხდით ფულს კონკრეტულად მასწავლებლის აქტივობაში და არა „ბარკლების" ნაწილში. ასევე გვექნება მასპინძელი ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც წინასწარ მომზადებული გარემო ექნება ბავშვებისთვის. წელს უკვე 100 ორგანიზაცია იქნება ამ კატალოგში. სკოლების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაურეკონ, რომ კლასი მომყავს და ისინი ყველანაირად ხელს შეუწყობენ. ვიუსტიციაც ძალიან მონდომებულია ამ მიმართულებით, ასევე მუზეუმები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები, ვფიქრობ წელს თუ 100 ობიექტი გვექნება, მომავალ წელს შეიძლება 1000-იც იყოს.

 

კატალოგის ონლაინ ვარიანტიც იქნება და ბეჭდურიც, სადაც პირდაპირ ეწერება სად შეიძლება წაიყვანო კლასი თუ გაქვს სურვილი და იდეა. ეს ყველაფერი პროფესიული ორიენტაციის მიმართულებითაც საინტერესო იქნება და სხვა ბევრი კუთხითაც", განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი