logo_geo
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექსო პაიკიძის პროზაული კრებულის – „სტრანიერის“ წარდგინება გაიმართა
- +

5 მარტი. 2017. 22:00



აქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა მწერლის, ლექსო პაიკიძის პროზაული კრებულის, „სტრანიერის" წარდგინება გაიმართა.


წიგნში 25 ნოველაა თავმოყრილი. ეს ლექსო პაიკიძის პირველი წიგნია. წიგნში შესული ნოველების ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა დროს იწერებოდა.


ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის წარდგინებამ ანშლაგით ჩაიარა. როგორც „კვირას" ლექსო პაიკიძემ განუცხდა, ის სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა მისი შემოქმედების მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესის გამო.


„რომ არა ჩემი მეგობრები წიგნის გამოცემას ვერც მოვახერხებდი, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ იმ ნოველებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში ვწერდი ერთ წიგნში მოიყარეს თავი.წიგნის მხატვარია ლაშა ვანიძე, კორექტორი - მარეხ ბეჟანიშვილი, პროექტის იდეა რუსიკო ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც ნინიკო ქორიძესთან ერთად განახორციელეს. ისინი უანგაროდ დამეხმარნენ. წიგნზე რეცენზია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა.წიგნს ჰქვია „სტრანიერი", ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი, ,„სტრანიერი" იტალიური სიტყვაა და უცხოელს ნიშნავს. მართლა არ ველოდი ამხელა ინტერესი თუ მოჰყვებოდა წიგნის წარდგინებას, იმდენი ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო", -აღნიშნა ლექსო პაიკიძემ.


წიგნი 8 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.



 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი