logo_geo
„იქნებ რაიმენაირად გადაცეთ ბატონ მიხეილს“… - ლაშა ბუღაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
- +

5 მარტი. 2017. 22:13



„ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ყრილობაზე ვიდეოჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოეტ ლაშა ბუღაძის მისამართით განაცხადა, რომ „გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანებს ჩვენს ქვეყანას". აღნიშნულ განცხადებას ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:


„იქნებ რაიმენაირად გადაცეთ ბატონ მიხეილს, რომ პოეტ ლაშა ბუღაძეს ჩემთან არანაირი საერთო არ აქვს. არც ვიცნობ. ლექსი არასდროს დამიწერია. ბავშვობაშიც კი. ისე, რაც მართალია მართალია, "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ მიტინგზე ვიღაცამ ასე გამომაცხადა: "ჩვენ სიტყვით მოგვმართავს პოეტი გია ბუღაძე!" ამ დროს, არც ერთი ვიყავი იმ ეტაპზე და არც მეორე. ეტყობა, ეს დაამახსოვრდა... თუმცა მე სხვა რაღაცამ დამაფიქრა ახლა: თუკი მ. სააკაშვილს პოეტი ვგონივარ, არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება ვეგონო ბ. ივანიშვილს.

პ. ს. თუკი მაინც და მაინც ჩემ "პოეზიაზეა" ლაპარაკი, უკვე დროა დავიმახსოვროთ, რომ "იმ ცუდ" ტექსტს არა „მოთხრობა თამარ მეფეზე", არამედ „პირველი რუსი" ქვია", -წერს ბუღაძე.


 

big_banner
არქივი