logo_geo
ორი წლის ანიტა ფაცაცია უკვე ინდოეთშია
- +

21 დეკემბერი. 2019. 02:02

 

 

 

ორი წლის ანიტა ფაცაცია უკვე ინდოეთშია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა ანიტა ფაციაციასთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.

 

პატარა ანიტას დასახმარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და მისი აპარატის უშუალო ზედამხედველობით, აქტიურად მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს საელჩო ინდოეთში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდოეთში დიდია ისეთი ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა, რომელიც პატარა ანიტას სჭირდება.

 

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი