logo_geo
არსებობს თუ არა საქართველოში „ქათმის გრიპის“ საფრთხე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელის კომენტარი
- +

7 მარტი. 2017. 11:33



დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელის პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხე არ არსებობს.


„არავითარი საფრთხე არ არსებობს. ეს გრიპი არსად არ გამქრალა, როგორც იყო, ისევე არის. პერიოდულად ჩვენთანაც არის ხოლმე გარეულ ფრინველებში. გადამფრენი ფრინველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფრინავენ, ამიტომ ფრინველებში შეიძლება ყოველთვის იყოს ეს გრიპი, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირებული გვაქვს. კერძოდ, შარშანაც დაფიქსირდა. ამაში განსაკუთრებული არაფერია, მთავარია, ის შინაურ ფრინველზე არ გავრცელდეს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


იმნაძის განმარტებით, საფრთხის შემცველია მხოლოდ დაავადებულ ცოცხალ ფრინველთან ურთიერთობა.


ვირუსი რამდენიმე წლის წინ იყო აქტიური, ამჟამად, მისმა ეპიდემიამ აზიაში თავი კვლავ იჩინა. ქათმის გრიპის კერები აღმოჩენილია რუსეთის რამდენიმე რეგიონში, რის გამოც ასობით შინაური ფრინველი გაანადგურეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი