logo_geo
„სპარში“ მომხმარებლის მიერ დაშავებული კონსულტანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა
- +

22 იანვარი. 2020. 15:47

 

„სპარში“ 2019 წლის 30 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, „სპარის“ მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, რომ ახალგაზრდა გუშინ, 21 იანვარს გარდაიცვალა. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

 

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს კომპანია, გარდაცვლილის ოჯახს კონპენსაცია გადაუხადოს, „სპარის“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი აკაკი კამლაძე პასუხობს:

კომპანია ოჯახს ყველანაირად მხარში უდგას. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მორალურად გარდაცვლილის ოჯახს კომპანია მხარში უდგას.

 

მისივე თქმით, გარდაცვლილი „სპარში“ სამუშაოდ რამდენიმე თვის მისული იყო. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე „სპარში“ კონსულტანსა და მომხმარებელს შორის დაპირისპირება 30 დეკემბერს მოხდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული პოლიციამ მაშინვე დააკავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი