logo_geo
„საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა ტელევიზიის სერიოზული კონკურენტი იქნება!“
- +

8 მარტი. 2017. 03:16



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის.


მისი თქმით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დღეს ახალი ენერგია მიიღო.


„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ახალი ენერგიით გავაგრძელოთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციონირება. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში „საზოგადოებრივი მაუწყებელი" იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.



 

big_banner
არქივი