logo_geo
გელა ზედელაშილი: დამიბარა კაბინეტში - სულ სამშობლოს მოღალატე მეძახა!
- +

8 მარტი. 2017. 20:20


 

„რადიო მიყვარდა. ის იყო მაშინ ჩვენი „ფეისბუქი".-იხსენებს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.


ჩვენ ვიყავით „რადიო-ხულიგნები" და საკმაოდ ბევრი. გადამცემს ვაწყობდით ჩვენ თვითონვე და ეთერში გავდიოდით. ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ვეცნობოდით, მუსიკას ვუშვებდით - „ავჭლისა გზატკეცილო, კარგი ხარ..." და ა.შ.

 

„ეს იყო აკრძლული, სამშობლოს ღალატი. 3-4 წელი გამოსასწორებელ კოლონიაში გიშვებდნენ, თუ დაგიჭერდნენ. ბევრი დაიჭირეს,  მაგრამ მე ვერ მიჭერდნენ. ტალღებს ეტყობოდა ლოკატორის მოახლოება. ვთიშვდი და იქ მთავრდებოდა. ერთხელ სოფლის ხელმძღვანელმა გამომიჭირა, დამიბარა კაბინეტში - მათრია, სულ სამშობლოს მოღალატე მეძახა, მაგრამ ჩემი მოგვარე იყო და ბოლომდე არ გამწირა.

 

პარადოქსი იყო ის, რომ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და ოფიციალურად გავფორმდი ჟურნალისტად, რადიოში დავიწყე მუშაობა".



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=4957

 

 


 

big_banner
არქივი