logo_geo
ილია მეორე: გაჭირვების დროს საბერძნეთმა საქართველოს დიდი დახმარების ხელი გამოუწოდა
- +

8 მარტი. 2017. 23:25



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრას საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდა. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, საბერძნეთი არის სიმბოლო, ნიმუში სულიერებისა და კულტურის. მისივე თქმით, ჩვენ დღეს ვართ მოწმენი ახალი მოვლენების, ახალი გლობალიზაციის და აი, ამ პროცესში ჩვენ უნდა დავიცვათ და დავიფაროთ ჩვენი კულტურა.


„ჩვენ მუდამ მოხარულები ვარ ასეთი შეხვედრების. ჩვენს შორის უძველესი კონტაქტები იყო ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე. ჩვენ გაოცებულები ვართ იმ კულტურით, რომელსაც ფლობს ბერძენი ხალხი.

 

გლობალიზაციის პროცესში ჩვენ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ერთმანეთისგან. უძველესი ბერძნული კულტურა და საქართველოს კულტურა ეს უნიკალურია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი დაცვისთვის. მე სრულიად ვეთანხმები, რომ კულტურას გვაძლევს ღმერთი, ამავე დროს კულტურას ქმნის თვითონ ადამიანი. იმედია, ჩვენი კულტურა განვითარდება, წინ წავა. თქვენ გამოიარეთ ძალიან მძიმე გზა ევროპაში და თქვენ ღირსეულად დაძლიეთ ის სიმძიმეები, რომელიც წინ შეგხვდათ. არ გვეშინია მომავლის სიმძიმეების. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება იმ სიმძიმეებს", - ბრძანა პატრიარქმა.


ილია მეორის თქმით, ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ საბერძნეთში და ასევე ბევრი ადამიანი მუშაობს იქ და საზრდოობს. მისივე განცხადებით, გაჭირვების დროს საბერძნეთმა დიდი დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს.


კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


 

big_banner
არქივი