logo_geo
მამა გაბრიელმა კორონავირუსი და მსოფლიო ეპიდემიები იწინასწარმეტყველა
- +

30 იანვარი. 2020. 17:37

 

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველებს „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა. დღეს მსოფლიო უცნობ ეპიდემიას ებრძვის, მამა გაბრიელის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება კი დღევანდელ მძიმე ვითარებას ზუსტად აღწერს.

 

„...ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება დავილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი... შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ მალე. შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო.

 

„რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს... ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომც და ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.

 

„ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიანდა აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!" - იწინასწარმეტყველა წმინდანმა.

 

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი მასთან მოსულთ უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა, ხოლო ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ, მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. მასთან ყველა მიმსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლოჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ.

 

„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ - ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს

 

„როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ გასვლა, ნუ შეშინდებით. როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ისინი ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისთვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის - ამ სოფლის, დაფარაოს - ანტიქრისტესმონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში - სასუფეველში შეგიყვანთ და მზესავითგან გაბრწყინებთ.

 

„მაშინ მთავარ იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს“, - ამბობდა იგი.

 

 

 

წყარო: hotnews.ge

 

 

 

big_banner
არქივი