logo_geo
„პირადად უწმინდესმა გადაწყვიტა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს ვინმე სხვამ“
- +

10 მარტი. 2017. 00:14


 

„მოვიდა დრო სხვამ უნდა გააკეთოს უფრო მეტი საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, მე რაც შევძელი გავაკეთე, მადლობა უფალს", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ემორჩილება.


„ერთი ძალიან საინტერესო სიბრძნეა , თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა- არაფერი დაუკარგავს, თუ ადამიანმა დაკარგა ფული ან ქონება- არაფერი დაუკარგავს, შეიძლება უფრო მეტი იშოვოს, თუ დაკარგა ჯანმრთელობა- არაუშავს შეიძლება მაინც დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ თუ დაკარგა მადლი- ყველაფერი დაკარგული აქვს. ამას თვით უქმინდესი ქადაგებს ძალიან ხშირად და მე ვცდილობ რომ მადლი არ დავკარგო დანარჩენი არანაირი პრობლემა არაა. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილება იყო, პირადად უწმინდესმა გადაწყვიტა რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს ვინმე სხვამ, მე არ ვიცი ვინ",- განაცხადა მეუფე პეტრემ.


შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გადაყენებულია საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. მას აეკრძალა მედიასთან ურთიერთობა და საეკლესიო წესების თანახმად, მიიღო პირველი გაფრთხილება.


გავრცელებული ინფორმაციით, სინოდმა შეუჩერა ღვთისმსახურების უფლება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, თუმცა, ოფიციალურად საპატრიარქოს ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია. სინოდის სხდომას, სავარაუდოდ, ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქი.


 

big_banner
არქივი