logo_geo
არმენ კარაპეტიანი: ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, კიბერდანაშაულის საფრთხეები და აღმოფხვრის გზები
- +

10 მარტი. 2017. 00:49



9 მარტს, თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott- ში მსოფლიოში ცნობილმა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის - „Kaspersky Lab" -ის  ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ლექცია-სემინარი - „ციფრული სამყარო საფრთხეები" გაიმართეს. ღონისძიება ჩატარდა მედიის წარმომადგენლებისთვის, IT- სპეციალისტებისთვის და ინტერნეტ რესურსებთან ახლოს მყოფი პირებისთვის. სემინარზე განიხილეს, კიბერსაფრთხეები გაანალიზებული მეცნიერულ დონეზე, დაწყებული ბავშვების და მოზარდების დაცვიდან, დამთავრებული პირადი ხასიათის პერსონალური ინფორმაციით. ლექციაზე ასევე ისაუბრეს, ბანკებზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტევებზე. მაგალითისთვის განიხილეს, ამერიკის არჩევნებზე ჰილარი კლინტონის შტაბზე განხორციელებულ შეტევები, რომელის  იყო სტატისტიკა საპქროექციო აპარატზე იყო ილუსტირებული.


ღონისძიებაზე დასმულ კითხვებს, „რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტ უსაფრთხოების კუთხით? როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი სივრცე? ჩვენი ფინანსები? ჩვენი ფსიქიკა?" „Kaspersky Lab Global"-ის ცენტრის დირექტორის მოადგილემ - სერგეი ნოვიკოვმა და ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში არმენ კარაპეტიანმა უპასუხეს. კარაპეტიანი აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად ერევნიდან ჩამოვიდა.


„ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, კიბერდანაშაულის საფრთხეები და აღმოფხვრის გზები. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც შეიძლება გახდეს კიბერდანაშაულის მსხვერპლი", - აღნიშნა არმენ კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


ჟურნალისტის და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ზაზა სვანაძის განცხადებით, დღეს, კიბერუსაფრთხოება ძალიან აქტუალურია და მსოფლიო ციფრული სამყაროს საფრთხეების წინაშე დგას.

 

„დღეს, კიბერუსაფრთხოება ძალიან პრობლემატური და აქტუალურია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ციფრული სამყაროს საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგანან.  ზოგჯერ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაც კი  უძლურია ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ, ამიტომ საჭიროა პრევენცია და მეტი ინფორმაცია",- განაცხადა სვანაძემ ჟუნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი